4-მა გორელმა მოსწავლემ ბოლესლავოვოს ბიზნესკვირეულში მიიღო მონაწილეობა

ივლისი 30 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
პოლონეთში, ბოლესლავოვოს ბიზნესკვირეულში გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი 4 ახალგაზრდა მონაწილეობდა, - ამის შესახებ, ინფორმაციას გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტო ავრცელებს.
"ბოლესლავოვოს ბიზნესკვირეული არის განსაკუთრებული ღონისძიება ახალგაზრდებისთვის, რომელიც ყოველწლიურად იმართება პოლონეთის რესპუბლიკაში. ღონისძიების მიზანია ახალგაზრდებს შეასწავლოს მეწარმეობის საფუძვლები ამერიკული გამოცდილების გამოყენებით", - აცხადებენ სააგენტოში.
კვირეულის ერთ-ერთი მონაწილე ნიცა ამბრიაშვილი ამბობს, რომ ეს იყო ყველაზე საინტერესო კვირა მის ცხოვრებაში.
"ბიზნესზე ბევრი რამ ვისწავლე, რაც დამტკიცდა ბოლო დღეს, როცა მე და ჩემმა გუნდმა მოვიგეთ ,,ბიზნეს სიმულაცია”. მე როგორც გუნდის ლიდერმა, დავხვეწე ჩემი უნარ-ჩვევები ამ საკითხში", - ამბობს ის.
გარდა ნიცა ამბრიაშვილისა, პოლონეთში იმყოფებოდნენ მარიამ სხირტლაძე, ანნა ჯაფარიძე და გიორგი ხეჩიკაშვილი.
Read 294 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი