Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 29 ივლისი 2019 14:58

გორის მერიამ 6 თვეში სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან 289 ათას ლარზე მეტი დახარჯა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან, 6 თვეში 289 ათას ლარზე მეტი დახარჯა.

ამის შესახებ შესახებ მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის II კვარტლის შესრულების მიმოხილვაშია ნათქვამი. 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების ფონდიდან 289 159 ლარი დახარჯა.

მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან აღნიშნული ფონდისთვის 597 413 ლარია გამოყოფილი, საანგარიშო პერიოდში კი, 337 500 ლარის დახარჯვა იყო გათვალისწინებული.

Read 562 times