Back to Top
ორშაბათი, 29 ივლისი 2019 14:13

გორის მერიამ ქუჩების მოსარეცხი მანქანა შეიძინა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ქუჩების მოსარეცხი მანქანა შეიძინა. უწყებაში ამბობენ, რომ მანქანა იაპონიის გრანტის ფარგლებში  შეიძინეს.

 

“ქუჩების მოსარეცხი მანქანა უკვე შეძენილია და უახლოეს პერიოდში უნდა მოგვაწოდონ. ასევე არის ერთი ნაგავმზიდი, სამი თვითმცლელი და ორი ექსკავატორი. ეს არის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და იაპონიის გრანტით შეძენილი ტექნიკა“, - განმარტავენ უწყებაში.

გორის მერიას სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად 1 193 804 ლარი აქვს გათვალისწინებული.

Read 1433 times