თამარ მეარაყიშვილი შერიგების მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებს

ივლისი 29 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს ცრუ კამპანიის აგორებაში ადანაშაულებს.

"თითქოს მისი სამინისტრო არის მუდმივ კონტაქტზე და მიწევენ რეგულარულად ფინანსურ დახმარებას საადვოკატო და პირადი საჭიროებებისთვის. ასეთ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, დეპუტატებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჟურნალისტებთან.ციხელაშვილი ასეთი განცხადებების კეთებისას ფიქრობს მხოლოდ საკუთარ სტატუსზე და არა ჩემზე- მისი ცრუ ინფორმაცია მხოლოდ მაზარალებს, რადგან ვისაც ჩემთვის დახმარების სურვილი აქვს, თავს იკავებენ ამისგან", - წერს მეარაყიშვილი 

ახალგორელი აქტივისტის თქმით, შერიგებისა და თანასწორობის სამინისტრო რეალურად არაფრით ეხმარება და ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ბრძოლის გაგრძელებაში ხელს უშლის. 

"არც სამინისტრო, არც პირადად მინისტრი არ მიწევს არანაირ დახმარებას, მათ არ აქვთ ჩემთან, ჩემს ოჯახთან არანაირი კომუნიკაცია. ქალბატონო ქეთევან, არაერთხელ მიგითითეთ საჯაროდ სიცრუის გავრცელებაზე, ახლა იძულებული ვარ აგიკრძალოთ ჩემზე საუბარი, რადგან ხელს მიშლით ბრძოლის გაგრძელებაში და უკვე ვფიქრობ, ამას მიზანმიმართულად აკეთებთ. ქალბატონო ქეთევან, საერთოდ არ მახსენდებით, თუ ფეხებში არ მებლანდებით თქვენი შეთხზული ტყუილებით. გაითვალისწინეთ!",- მიმართავს სოციალურ ქსელში თამარა მეარაყიშვილი მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს.

შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახალგორელი აქტივისტის განცხადებას ეხმაურება. უწყებაში განმარტავენ, რომ მათთვის გაუგებარია რა განცხადებას ან კამპანიას გულისხმობს და რა მიზანს ემსახურება თამარ მეარაყიშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი. სამინისტროში თვლიან, რომ მეარაყიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება პიროვნების და გაწეული ძალისხმევის დისკრედიტაციაა.

„სახელმწიფო მინისტრის აპარატს კარგად ესმის, რომ მავთულხლართებს მიღმა ყოფა და ცხოვრება მძიმე გამოწმევევებს უკავშირდება, მიუხედავად იმისა თუ რა განცხადებებს აკეთებდა ან აკეთებს თამარ მეარაყიშვილი, მისი უკანონო დაპატიმრების მომენტიდან აპარატი და პირადად მინისტრი ჩართული იყო მისი ,,წინასწარი დაკავების იზოლატორი“დან გათავისუფლების საქმეში, რაც რამდენიმე საათში მოხერხდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ყველა შესაბამის ფორმატში, სახელმწიფო მინისტრის აპარატი მუშაობდა და მუშაობს მის მიმართ ყოველგვარი უკანონო პროცესების უპირობო შეწყვეტისაკენ, ასევე გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად კონროტოლირებად ტერიტორიაზე. ამასთან კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მას გაეწია დახმარება ხელთ არსებული ყველა მექანიზმით უშუალოდ აპარატის მიერ და აპარატის შუამდგომლობით, მათ შორის მიმდინარე რეჟიმში. მისი თანხმობის შემთხვევაში შესაძლებელია დაინტერესებულ პირებს გავაცნოთ დეტალური ინფორმაცია მეარაყიშვილის მიერ სახელმწიფოსგან მიღებული დახმარების ოდენობის თაობაზე“, - განმარტავენ სამინისტროში.

Read 384 times Last modified on Last modified on ივლისი 31 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი