ბორის გოგიჩაიშვილს ყოფილი ცირკის ტერიტორია სიმბოლურ ფასად გადაეცემა

ივლისი 29 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, კულტურისა და დასვენების პარკთან მდებარე ყოფილი ცირკის ტერიტორია ბორის გოგიჩაიშვილს სიმბოლურ ფასად გადაეცემა. ეს ინფორმაცია რადიო მოზაიკას ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების განმარტებით, ამ დროისთვის აღნიშნული უძრავი ქონება სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს და მისი კერძო პირისთვის გადაცემის საკითხი იურისტების მიერ განიხილება.

"ეს ქონება გორის მერიამ ჩვენს სამინისტროს გადასცა, არსებობს სასამართლოს განჩინება, რომელიც უნდა აღსრულდეს და მის შესაბამისად ხორციელდება პროცედურები. უახლოეს მომავალში ამ საკითხს მთავრობის სხდომაზე გავიტანთ და შემდეგ უკვე სიმბოლურ ფასად ის დაუბრუნდება ბორის გოგიჩაიშვილს"-აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი ნიკა კამუშაძე.

ბორის გოგიჩაიშვილს უკვე გადაწყვეტილი აქვს თუ რა დატვირთვას მისცემს ტერიტორიას, რომლის საკუთრებაში გადაცემასაც ყოველდღე ელოდება. ვიდრე ის სასტუმროს მშენებლობის გეგმას აწყობს,ოპოზიციაში უსამართლო გადაწყვეტილებაზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ 1996 წლის შემდეგ, როდესაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ცირკის შენობა დაიწვა, მიწის ნაკვეთი აქ ბორის გოგიჩაიშვილს იჯარით ჰქონდა აღებული და ქონების საკუთრებაში დარეგისტრირება ოპოზიციის აზრით არასწორი და უკანონო იქნება.

"ოცნების" შემომწირველი ბიზნესმენი სახელმწიფოსგან გორში, 12 840 კვ.მ. ფართის გადაცემას ელოდება

Read 947 times Last modified on Last modified on ივლისი 29 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი