დოკუმენტური ფილმები, რომლებსაც გორში ფესტივალზე იხილავთ

ივლისი 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

30 ივლისადან 2 აგვისტოს ჩათვლით, გორში დოკუმენტური ფილმების ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალის გახსნის ცერემონია გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატულ თეატრში შედგება.

CinéDOC-Tbilisi არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანი დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა. ფესტივალის პირველი გამოშვება 2013 წელს გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორი ორგანიზაცია NOOSFERA FOUNDATION -ია.

ნახეთ რომელ ფილმებს იხილავთ ფესტივალზე:

  1. 30 ივლისი:

20:00 სთ - გახსნის ცერემონიალი და ფილმის ჩვენება

  1. 31 ივლისი:

16:00 სთ - "აუუნა" , "ცისარტყელას ბავშვები: ელიკას პორტრეტი", "ცხოვრება სანაპიროა"
19:00 სთ - "მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე"
20:00 სთ - ალბერტ ელინგსის (ამერიკელი კინოდოკუმენტალისტი და მონტაჟის რეჟისორი) მასტერკლასი,
21:00 სთ - "თბილისიდან ტენესიმდე"

  1. 1 აგვისტო:

15:00 სთ - "ღრუბლების ხილი" , "პუნამის ბედისწერა" , "ნავსადგურის ბიჭები"
17:00 სთ - "ბაშირი საოცრებათა ქვეყანაში", "კაიაიო", "დიქსი ლენდი"
19:00 სთ - "სანამ მამა დაბრუნდება"
20:00 სთ - დანა ბუნესკუს (რუმინელი მონტაჟის რეჟისორი, ბერლინალეს ვერცხლის დათვის ჯილდოს ფლობელი) მასტერკლასი;
21:00 სთ - "ჯამბაზის კალენდარი"

  1. 2 აგვისტო:

16:00 სთ - "ბილი" , "გრავიტაციის გარეშე", "გოგონა გრავიტაციის წინააღმდეგ"
19:00 სთ - "დედაჩემის გაუჩინარება

ფესტივალზე დასწრება თავისუფალი იქნება.

Read 599 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი