ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ივლისი 27 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრსა და "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელს, ირაკლი ოქროუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

 

სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარე ირაკლი ოქრუაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია გაითვალისწინა და ოქრუაშვილს პატიმრობა შეუფარდა. 

ყოფილ თავდაცვის მინისტრის ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა, მისი ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში არსებული ვიდეომასალის გარდა, ბრალდების მხარე პოლიციელებისა და სპეცრაზმელების ჩვენებებს ეყრდნობა. 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის 25 ივლისს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით,  20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების საქმეზე დააკავეს. 

 

Read 1419 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი