გორის ციხის ტერიტორიის დაცვისთვის მერია 70 000 ლარამდე თანხას დახარჯავს
გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიის დაცვა ადგილობრივ ხელისუფლებას მთელი წლის მანძილზე 70 000 ლარამდე დაუჯდება.
მას, შემდეგ რაც, სახელმწიფომ, გორის ციხე მოვლა-პატრონობის ვალდებულებით მუნიციპალიტეტს გადმოსცა, მის მოვლაზე პასუხისმგებლობა გორის მერიას დაეკისრა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის ბიუჯეტის II კვარტლის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ამ დროისთვის ისტორიული ძეგლის ტერიტორიის დაცვისთვის გამოყოფილი თანხიდან 34 100 ლარი დაიხარჯა.
ინფორმაციისთვის, გორის ციხე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მუნიციპალიტეტს საკუთრებაში მიმდინარე წლის ივნისში გადასცა.
ისტორიულ ძეგლზე უკვე მეორე წელია არქეოლოგიური და ციხის კედლების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.
ამავე თემაზე: გორის ციხის ტურისტული პოტენციალი - რა სამუშაოები მიმდინარეობს ისტორიულ ციხეზე
Latest from რადიო მოზაიკა
- გორში, ჭალის დასახლებაში საფეხბურთო სკოლის აშენებას გეგმავენ
- გორელები ტაქსის მძღოლების მოთხოვნას ტარიფის გაზრდაზე ეწინააღმდეგებიან
- ტაქსების მძღოლების პროტესტის პარალელურად ოფისების ხელმძღვანელებიც იკრიბებიან
- გორში, ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ
- დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს გორის სტადიონმა უმასპინძლა