Back to Top
პარასკევი, 09 მარტი 2018 16:17

ნანეტაშვილი: გასაყიდი ობიექტის პირველადი შესატანი თანხა 10% არ უნდა აჭარბებდეს

Rate this item
(0 votes)

საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილი ობიექტების შესყიდვისას პირველადი შესატანი საგარანტიო თანხა 30 % ხდება. დადგენილება დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე, უმრავლესობამ ოპოზიციის შენიშვნების მიუხედავად, მაინც დაამტკიცა.

ფრაქცია ,,ევროპული შენების“ წარმომადგენელმა ბადრი ნანეტაშვილმა დეპუტატებს მიმართა რეკომენდაციით, საერთო თანხის, წინასწარ შესატანი 30% ზედმეტად ბევრია და მოქალაქეების ინტერესის გათვალისწინებით ეს მაჩვენებელი 10%-მდე დაეწიათ. თუმცა წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობამ შენიშვნა არ გაითვალისწინა და საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირა. სხდომას მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსიც ესწრებოდა. გია პაპიტაშვილმა, ნანეტაშვილის რეპლიკის პასუხად განაცხადა, რომ საზოგადოებას ნერვიულობის მიზეზი არ აქვს, რადგან წინასწარ შეტანილი თანხა არ იკარგება. პაპიტაშვილის თქმით, პროექტში განსაზღვრული მაჩვენებელი, დაინტერესებულ ადამიანს აუქციონისთვის უკეთესად მომზადების საშუალებას მისცემს.

Read 1327 times Last modified on პარასკევი, 09 მარტი 2018 16:44