ატენის ხეობაში საზაფხულო ბანაკი გაიხსნა

ივლისი 26 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერიის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში ბანაკი გაიხსნა.

ატენის ხეობაში წინასწარ შერჩეული აპლიკაციებით შერჩეული ახალგაზრდები გუშინ ჩაიყვანეს, სადაც მათ გორის მერი და გუბერნატორი შეხვდნენ.

"ძალიან მიხარია, რომ ბავშვებს მოეწონათ ბანაკი, აქ ბევრ რამეს ისწავლიან და დარწმუნებული ვარ კმაყოფილები დაბრუნდებიან. წელს 200 ბავშვის დაფინანსებას მოვახერხებთ და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი გეგმები გვაქვს ამ მიმართულებით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოზარდებმა ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ, განვითარდნენ და ყველა პირობა ჰქონდეთ იმისათვის, რომ საუკეთესო განათლება მიიღონ. მომავალი თაობა ჩვენი ყველაზე დიდი საზრუნავია და მე ამაყი ვარ ამ ბავშვებით", -აცხადებს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

Read 1612 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი