"Fashion Week" - ის ორგანიზატორი: ახალბაღში დღეს კონცერტის გამართვა მორალურად გაუმართლებელია

ივლისი 25 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"Region Fashion Week" - ერთ-ერთი ორგანიზატორი "ახალბაღში" დაგეგმილ ფესტივალს "უთხარი არა პლასტმასს" გამოეხმაურა.

მისი აზრით, მას შემდეგ, რაც გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი გარდაიცვალა, კონცერტის ჩატარება მორალურად გაუმართლებელია.

"ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, როდესაც ეს ადამიანი სიკვდილს ებრძოდა, მაშინ არ მოგვცა მერიამ ღონისძიების ჩატარების საშუალება "ახალბაღის" ტერიტორიაზე, ახლა კი, როდესაც გარდაიცვალა, ვფიქრობ, რომ მორალურად გაუმართლებელია კონცერტის ჩატარება. ორგანიზატორები, მუსიკალური ნომრების გარეშე ვაპირებდით დასკვნითი ღონისძიების ჩატარებას", - აცხადებს სოსო კავკავიშვილი.

ინფორმაციისთვის, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები "ახალბაღში" 19 საათიდან დაიწყება.

Read 475 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი