გორში დოკუმენტური ფილმების მინი ფესტივალი გაიმართება

ივლისი 25 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

30 ივლისადან 2 აგვისტოს ჩათვლით, გორში დოკუმენტური ფილმების ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალის გახსნის ცერემონია გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატულ თეატრში შედგება.

CinéDOC-Tbilisi არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანი დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა. ფესტივალის პირველი გამოშვება 2013 წელს გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორი ორგანიზაცია NOOSFERA FOUNDATION -ია.

გარდა ყოველწლიური კინოფესტივალისა, ორგანიზაცია Noosfera Foundation მთელი წლის განმავლობაშიც მართავს კინოჩვენებებს, მთელი საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული ჩვენებები პროექტის CinéDOC On Tour-ის ფარგლებში ხორციელდება, რომლის დროსაც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება ეძლევა ნახოს ფესტივალზე ნაჩვენები ფილმები. რეგიონული კინოჩვენებები უკვე მეოთხე წელია ტარდება და მისი მთავარი მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო

 

 
Read 342 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი