ატენის ხეობაში 10 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია 3-ჯერ გადადებულ ვადაშიც ვერ დასრულდა

ივლისი 25 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, თუმცა ამჯერადაც უცნობია, როდის დასრულდება ამ გზაზე პროექტი, რომლის განხორციელებაც 2017 წლის მაისში დაიწყო.

უწყების განმარტებით, ხიდისთავი-ატენი-ბოშურის საავტომობილო გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, მონაკვეთზე არსებული 4 ხიდი, გაბიონები და საყრდენი კედლები ეწყობა.

6 155 000 ლარიანი პროექტის დასრულება ბოლოს მიმდინარე წლის მაისში დაანონსდა, რა დროსაც გზების დეპარტამენტი სამუშაოების დასრულების ვადად ივლისს ასახელებდა.

გორის თემის მაჟორიტარი თენგიზ ხუბულური მაშინ ადგილზე ჩავიდა და არსებული მდგომარეობის ადგილზე ნახვის შემდეგ აღნიშნა, რომ სამუშაოების დასრულება 2 თვეში ვერ მოესწრებოდა. როდის დასრულდება პროექტი, აღნიშნულ მონაკვეთზე, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული უცხოური კომპანია (GT Menegment, Meslehet,Tikinti Xidmetleri MMC) 2 წელია ახორციელებს და რატომ არ იღებს ხელისუფლება სათანადო ზომებს ხელშეკრულების პირობების დარღვევის შედეგად, არ სახელდება.

გზების დეპარტამენტი ვერც ამჯერად ასახელებს სამუშაოების დასრულების ზუსტ დროს. ის კომპანიას პროექტის დასრულების ვადას უკვე მეოთხედ უხანგრძლივებს.

Read 986 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი