Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 25 ივლისი 2019 00:02

გორის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი ნუგზარ ლამაზოღლი გარდაიცვალა

Rate this item
(0 votes)

გორში, ორი დღის წინ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებული ნუგზარ ლამაზოღლი გარდაიცვალა, - რადიო "მოზაიკას" ეს ინფორმაცია “გორმედმა" დაუდასტურა.

58 წლის ნუგზარ ლამაზოღლი შემთხვევის ადგილიდან "გორმედის" რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

უბედური შემთხვევა ორი დღის წინ გორში, მდინარე მეჯუდას სანაპიროზე მოხდა. 58 წლის მამაკაცი სამსახურის მანქანის საბარგულიდან გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა. ის გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი იყო.

Read 1126 times Last modified on ხუთშაბათი, 25 ივლისი 2019 11:33