FASHION WEEK-ის ერთი ორგანიზატორი გორის მერიას აკრიტიკებს, მეორე - მადლობას უხდის

ივლისი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორში REGION FASHION WEEK-ის დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა. აღნიშნულში ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი გორის მუნიციპალიტეტის მერიას ადანაშაულებს, მეორე ორგანიზატორი კი ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობას უხდის.
REGION FASHION WEEK-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი ინგა სიორიძე ფესტივალის ორგანიზებისთვის, სოციალურ ქსელში გორის მერიას მადლობას უხდის:
"მერი კარტოზია ამბობს საშინელ ტყუილს, რომ მერიამ მისცა უფლება პოსტ-ტივის ტელევიზიას გადაეღო მოდის კვირეული, მერიის მიერ საჯაროდ განცხადებულია, რომ მსგავი რამ არ მომხდარა, და ეს კიდევ ერთი დიდი დასტური, მიზანმიმართულად ჩაშლილი პროეტის, რომელიც მთელი 4 თვე მზადდებოდა. დიდი მადლობა მერიას", - აცხადებს ინგა სიორიძე.
რაც შეეხება, ფესტივალის მეორე ორგანიზატორს, სოსო კავკავაშვილს. მას მერიის ოფიციალური პოზიციის არ სჯერა.
"ბატონმა მერმა მისცა თანხმობა პირადად მას ესაუბრნენ პოსტ-ტივიდან ბატონ კოტეს. მითუმეტეს ეკატერინე სუხიშვილმა იცოდა ჩემთან კონტაქტის შემდეგ ის, თუ რა მოტივით სურდა პოსტ-ტივის ჩამოსვლა. ტეხავს ძალიან", - ასეთი შინაარსის ტექსტს აქვეყნებს სოსო კავკავაშვილი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნულ საკითხებზე განმარტება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ორგანიზატორების მხრიდან მერიის მისამართით დაუსრულებლად ისმის არასწორი და ცრუ ბრალდებები, რომელსაც მერია აღარ უპასუხებს.
ამ განცხადების გამოქვეყნებამდე, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა რადიო "მოზაიკას" უთხრა, რომ მათ ფესტივალის გასაშუქებლად არც ერთი ჟურნალისტი არ მოუწვევიათ.
შეგახსენებთ, რომ გორში REGION FASHION WEEK-ის ჩაშლის მიზეზი პოსტ-ტივის ჟურნალისტის ჩამოსვლა გახდა.
 
Read 362 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი