Print this page

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 20 ადამიანს ეტლი შეუძინეს

ივლისი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 20 პირს ეტლი გადაეცა, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
"ეტლებით გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 20 პირი უსასყიდლოდ აღიჭურვა. ერთი დამხმარე მოწყობილობის ღირებულება 625 ლარია", - აცხადებენ გორის მერიაში.
ინფორმაციისთვის, ეტლები გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თანამშრომლობის ფარგლებში შეიძინეს.
როგორც გორის მერიის სოციალურ სამსახურში ამბობენ, ადგილობრივი თვითმმართველობა საერთაშორისო ასოციაციასთან „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ 2013 წლიდან აქტიური თანამშრომლობს და 4 წლის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში მსგავსი დახმარება 200-ზე მეტ ადამიანს გაეწია.
Read 242 times