სასამართლომ გორის ერთ-ერთი ბარის მეპატრონე ხულიგნობის გამო დააჯარიმა

ივლისი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის ერთ-ერთი კაფე-ბარის მეპატრონე 700 ლარით დაჯარიმდა - შესაბამისი გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ დღეს მიიღო.

მამაკაცს ბრალად ხულიგნობა ედება. კერძოდ, ერთ-ერთი რესტორნის ტერიტორიაზე მისვლა და ყოფილი თანამშრომელისთვის შეურაცხყოფის მიყენებით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.

ბრალის დამტკიცებისას, მოსამართლე პოლიციელების სამხრე-კამერების ჩანაწერებს და იმ გოგონას ჩვენებას დაეყრდნო, რომელიც თავს დაზარალებულად მიიჩნევს. 

"ახლა სხვა რესტორანში ვმუშაობ. აქ მოვიდა და საღამოს საათებში მოხდა ეს ამბავი. მე მყავს მცირეწლოვანი შვილი და ხან ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა, სამსახურში რომ ვიყავი და სახლში არ მომეჭრა", - უთხრა რადიო "მოზაიკას" გოგონამ. 

მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება 112-ში გოგონას მიერ შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. სასამართლომ კი პოლიციის მიერ წაყენებული ბრალდებაში მამაკაცი დამნაშავედ სცნო და 700-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. 

ამავე თემაზე: გორის ერთ-ერთი კაფე-ბარის მეპატრონეს ხულიგნობაში ედება ბრალი

Read 661 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი