9 წლის გოგონას მკვლელობაში მსჯავრდებულმა განაჩენი გაასაჩივრა - ამბობს, რომ უდანაშაულოა

ივლისი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში მსჯავრდებულმა ი.ნ-მ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 

მსჯავრდებულის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ipn.ge ავრცელებს. 

როგორც ი.ნ.-ს ადვოკატი, მარიამ პაპოშვილი ამბობს, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ობიექტური არ არის და ის საზოგადოების გულისწყრომის დასაცხრობად მიიღეს.

გორის რაიონულმა სასამართლომ ი.ნ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო. მას სასამართლომ უვადო თავისუფლება აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ი.ნ. დამნაშავედ ცნეს, როგორც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, ასევე სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში. სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვისას მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ აღნიშნულ დანაშაულში უდანაშაულოა და რომ ის დანაშაულის შეუტყობინებლობაში უნდა ეცნოთ დამნაშავედ.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის გოგონა 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Read 839 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი