Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 23 ივლისი 2019 13:48

შეირჩა კომპანია, რომელიც გორში, სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღს ააშენებს

Rate this item
(0 votes)

გორის მერიამ სადგურის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამარჯვებული კომპანია დაასახელა.

მეოთხე ტენდერი, რომელიც სადგურის საბავსვო ბაღის მშენებლობას გულისხმობს დასრულდა. გორის მერიამ გამარჯვებულ კომპანიად შპს "სამშენებლო ტრესტი # 3" დაასახელა.

სხდომის ოქმში, რომელიც გუშინ შედგა წერია, რომ სატენდერო კომისიამ განიხილა სს სამშენებლო ტრესტი #3“-ს მიერ წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ნაწლიბრივ შეესაბამება სატენდერო კომისიის მიერ განსაზღვრულ პირობებს. კომპანიას 5 დღიანი ვადა მიეცა სატენდერო კითხვარის შესავსებად. .ხელშეკრულების გაფორმებაც სწორედ ამის შემდეგ მოხდება.

დოკუმენტის მიხედვით, სამშენებლო ტრესტი #3-მა სამუშაოები 210 დღეში უნდა დაასრულოს. საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გორის მერიისგან 1 018 494 ლარს ითხოვს. კომპანიის წარმომადგენელი გერონტი ყველაშვილი რადიო "მოზაიკასთან" საუბარში ამბობს, რომ სამშენებლო პროცესის დასაწყებად კომპანიას ყველა პირობა გააჩნია და სამუშაოებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროში დაასრულებენ.

ამავე თემაზე: დაუსრულებელი პროექტები გორში - მიზეზები და ადგილობრივი ხელისუფლების პასუხი

Read 977 times