გორში, მოდის კვირეულზე მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ივლისი 23 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
სამოდელო სააგენტო "გოლდენ ბრენდი"-ს ხელმძღანელის გიორგი მასხულიას წინააღმდეგ სისხლის სამართის საქმე აღიძრა. მან პოლიციის შენობა გვიან ღამით დატოვა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას, კერძოდ ცემას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ექსპერტიზები, საქმეზე არავინ დაუკავებიათ", - აცხადებენ შსს-ში.
ინფორმაცისთვის, პოსტ-ტივის ჟურნალისტმა ნინო ადამაშვილმა გიორგი მასხულია ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა, რის შემდგაც, ორივე გორის პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა.
მიუხედავად იმისა, რომ მასხულიას წინააღმდეგ საქმისწარმოება ჯერ არ დასრულებულა, მან ქვეყნის დატოვება მოახერხა და ამჟამად, თურქეთის ქალაქ სტამბულში იმყოფება.

Read 1686 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი