ვის როგორ სურდა Fashion Week-ის გაშუქება? - გორის მერიის და ორგანიზატორის პოზიციები

ივლისი 23 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორში REGION FASHION WEEK-ის დახურვის ცერემონია ჩაიშალა - მოდის კვირეული დაპირისპირებით დასრულდა.
რეგიონის მოდის კვირეულის ორგანიზატორი, სოსო კავკავაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის ტექსტს აქვეყნებს:
"მე ვფიქრობ , რომ ოკუპაციის თემასთან დაკავშირებული ღონისძიებები არ არის იუმორის ჟანრში გასაშუქებელი, თუმცა პოსტ-ტივის პროდიუსერი მერიკო კარტოზია ამბობს , რომ ღონისძიების გაშუქების უფლება მათ ჩემი უარის მიუხედავად გორის მერიამ მისცა".
ამის საპასუხოდ, გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ნათია მდინარიძე ამბობს, რომ ღონისძიებაზე მერიას არავინ მიუწვევია, რადგან რეგიონის მოდის კვირეული მათი დაგეგმილი არ იყო.
"მერიას მედიის არცერთი წარმომადგენელი არ მიუწვევია ღონისძიებაზე, რადგან ეს ჩვენი დაგეგმილი არ იყო. გორის მერია რეგიონის მოდის კვირეულის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო, გარდა ამისა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს ვერავის შევუშლიდით", - ამბობს ნათია მდინარიძე.
ინფორმაციისთვის, ხმაური და დაპირისპირება რეგიონის მოდის კვირეულზე პოსტ-ტივის გადაცემის წამყვანის, რობერტო მავანის გამოჩენას მოჰყვა. ფესტივალის ორგანიზატორებს არ სურდათ, რომ მას ღონისძიება გაეშუქებინა, რადგან ფიქრობდნენ, რომ მოდის კვირეულს გააშარჟებდა.
Read 703 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი