გორში მუშის დაშავების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გორში მუშის დაშავების ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
შემთხვევა დღეს, გორში, მდინარე მეჯუდას სანაპიროზე მოხდა, 58 წლის მამაკაცი სატვირთოს საბარგულიდან გადმოვარდა და თავი გაიტეხა.
ის საბარგულზე იჯდა და ბანერი ეჭირა, რომელიც ძლიერმა ქარმა გადმოაგდო.
ამავე თემაზე: გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი მანქანის საბარგულიდან გადმოვარდა და თავი გაიტეხა
გორში დაშავებულ მუშას მკურნალობის ხარჯებს სამსახური აუნაზღაურებს