როგორ ავიცილოთ ინტერნეტბულინგი - კარალეთში მოზარდებს შეხვედრა ჩაუტარეს

ივლისი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ინტერნეტბულინგი, ონლაინუსაფრთხოება და სოციალური ქსელებით გავრცელებული პირადი ინფორმაცია, - ამ საკითხებზე გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 50-მდე ახლგაზრდა ტრენინგები ჩაუტარდებათ.

პირველი ტრენინგი კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრში უკვე ჩატარდა. კარალეთის შემდეგ, მსგავსი შეხვედრების მოწყობა გორში და სკრის დენილთა დასახლებაშიც იგეგმება. 

ონლაინუსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილ შეხვედრებს IREX-ის წარმომადგენელი ეკა ჯავახიშვილი გაუძღვება.

"ეს არის ქალთა ფონდის მერ მხარდაჭერილი პროექტი და როდესაც მის ფარგლებში აქტივობებს ვგეგმავდით, ჩავთვალეთ, რომ ინტერნეტუსაფრთხოებაზე კომპეტენტური პირის ჩამოყვანა და ახალგაზრდებთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნებოდა. ამ თემაზე პირველი შეხვედრა ვფიქრობ საინტერესო იყო. ახალგაზრდენბმა გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი ის ფაქტები გაიხსენეს, რომელიც სწორედ ინტერნეტბულინგისა და შანტაჟის შედეგი იყო. მაგალითად, გოგონა რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, გვახსოვს, რომ სწორედ მისი ინტიმური ფოტოების გამოქვეყნებით აშანტაჟებდა მოძალადე. ვფიქრობ, რომ ადრეული ასაკიდანვე თუ ექნებათ ახალგაზრდებს ინფორმაცია მსგავს სიტუაციებში, როგორ მოიქცნენ, მით ნაკლები იქნება მსხვერპლიც. ჩვენი აქტივობები ინტერნეტის ეპოქაში სწორედ ახალგაზრდების ინფორმირებულობას ემსახურება", - აღნიშნა შეხვედრის ორგანიტატორმა, მარიამ თედლიაშვილმა.

შეხვედრა კარალეთში 3 საათს გაგრძელდა.

მონაწილეებმა ის მინუსები და პლუსები განიხილეს, რაც სოციალური ქსელით კომუნიკაციას ახასიათებს.

შეხვედრის დასასრულს კი, IREX-ის წარმომადგენელმა მათ ტესტი შეავსებინა ინტერნეტუსაფრთხოების თემაზე, რითიც ახალგაზრდებმა ამ საკითხზე საკუთარი ცოდნა შეამოწმეს.

Read 289 times Last modified on Last modified on ივლისი 21 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი