რადიო “მოზაიკას” პოლიცია წითელუბანში არ უშვებს

ივლისი 20 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რადიო “მოზაიკას” ევროკავშირის შესახებ მომზადებული ფილმების საჩვენებლად წითელუბანში პოლიცია არ უშვებს.საგუშაგოზე მდგომი სამართალდამცველები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, მათ სოფელში შესვლის უფლებას ვერ მისცემს.

 

რადიო “მოზაიკას” სოფელში ფილმების ჩვენება 13:00 საათზე ჰქონდა დაგეგმილი - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვების მიერ მომზადებული ვიდეო რგოლები ადგილობრივებისთვის უნდა ეჩვენებინათ.“მოზაიკა” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ მათ პროექტისა და ღონისძიების შესახებ ერთი დღით ადრე უნდა ეცნობებინათ.

აღსანიშნავია, რომ “მოზაიკამ” მსგავსი ღონისძიება საოკუპაციო ხაზთან მდებარე 4 სოფელში უკვე მოაწყო დ- იქ მსგავსი პრობლემა არ შექმნია.

შსს-ს წარმომადგენელმა ამის საპასუხოდ თქვა, რომ გაარკვევს იმ სოფლებში, ამ ფილმების ჩვენების უფლებას სამინისტროს გარეშე ვინ აძლევდა.

Read 337 times Last modified on Last modified on ივლისი 20 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი