Back to Top
შაბათი, 20 ივლისი 2019 11:05

სოფელ ვარიანში დატყვევებული დათვის ბელები ნახეს

Rate this item
(0 votes)

საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება ვიდეო მასალას ავრცელებს, სადაც გისოსებიან სარკმელში დატყვევებული დათვის ბელები ჩანს. 

აღნიშნულ ორგანიზაციას ფაქტის შესახებ ერთ-ერთმა თვითმხილველმა აცნობა, რის შედეგადაც მოხდა ინფორმაციის გავრცელება.

 "GSPSA-მ მიიღო შეტყობინება და ფოტო-ვიდეო მასალები დატყვევებული დათვის ბელების შესახებ. როგორც თვითმხილველმა მოგვაწოდა ინფორმაცია, ეს ბელები დატყვევებული ჰყავთ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში არსებულ ნაგებობაში, რომელსაც გააჩნია გისოსებიანი სარკმელი. თვითმხილველის ინფორმაციით მისი ყურადღება მიიპყრო ბელების ბღავილმა, რის შემდეგ აღმოაჩინა ეს ნაგებობა და დაინახა ბელები. მანვე გადაიღო ვიდეო და სასწრაფოდ მოგვაწოდა ინფორმაცია", - განმარტავენ ცხოველთა დაცვის საზოგადოებაში. 

GSPSA-ს ხელმძღვანელობა  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა და დაუყონებლივ რეაგირება კანონის სრული დაცვით მოითხოვა. როგორც ირკვევა, სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გავიდნენ ადგილზე. 

GSPSA მოითხოვს, რომ ბელები ჩამოერთვას კანონმდარღვევს და გადმოიყვანონ ზოოპარკში, ან თავშესაფარში, ხოლო კანონდამრღვევი პირის მიმართ გამოყენებული იყოს კანონით გათვალისწინებული ქმედება.

"შესაძლებელია ამ ბელებს დედა მოუკლეს და ეს ბელები დატყვევებული ჰყავთ შემდგომში ხალხის გართობის ან დათვის ხორცისგან მწვადების დაგემოვნების მიზნით. თუ ასე არ არის, მაშინ მათ უნდა შეეტყობინებინათ გარემოს დაცვის სამინისტროსათვის და გადაეცათ ცხოველები. საქართველოში კვლავ გრძელდება ცხოველისადმი სისასტიკე!", - წერია GSPSA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

Read 480 times Last modified on შაბათი, 20 ივლისი 2019 16:35