Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 19 ივლისი 2019 13:06

გორის მერია ახალსოფელში სასაფლაოს შემოღობვას უტენდეროდ გეგმავს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სასაფლაოს შემოღობვა იგეგმება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 11 999 ლარია გათვალისწინებული.

კომპანია, რომელიც სათანადო სამუშაოებს შეასრულებს, გორის მერიას უკვე შერჩეული ჰყავს. შპს "ხაჩამ" ახალსოფელში სასაფლაოს ღობის სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე უნდა დაასრულოს.

ხელშეკრულება, რომელსაც ვადა აღნიშნულ პერიოდამდე აქვს, გამარტივებულ შესყიდვას გულისხმობს, რის საშუალებასაც მერიას 2019 წლის 30 იანვრის, მთავრობის განკარგულება აძლევს. დოკუმეტის მიხედვით, შესაძლებელია შესყიდვის განორციელება ამ სახით, შესასყიდი სამშენებლო მასალების და სამუშაოების სრული სავარაუდო ღირებულებით ჯამში არა უმეტეს 39 894 000 ლარისა (მუნიციპალიტეტის მიერ სავარაუდო თანადაფინანსების გათვალისწინებით). 

გარდა აღნიშნული ხელშეკრულებისა, შპს "ხაჩას" მიმდინარე წელს გორის მერიასთან სხვა ვალდებულებებიც აქვს აღებული. აღნიშნულ კომპანიას 2019 წლის 6 თვეში 63 450 ლარის ღირებულების ორი ტენდერიც აქვს მოგებული.

Read 469 times Last modified on პარასკევი, 19 ივლისი 2019 15:55