Back to Top
პარასკევი, 09 მარტი 2018 12:22

მერია მანქანების მრეცხავს სატელეფონო ხარჯებს აუნაზღაურებს

Rate this item
(0 votes)

გორის საკრებულო მანქანების მრეცხავს სატელეფონო ხარჯებს აუნაზღაურებს. შესაბამისი განკარგულება საკრებულოს დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

სატელეფონო მომსახურების ლიმიტები ასე დადგინდდა:

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ყოველ თვე 15 ლარს მიიღებს,  მდივან რეფერატი 10 ლარს, ინფორმაციული და ტექნიკური საშუალებების მენეჯერი - 15 ლარს, ვიზიტორთა რეგისტრატორი 10 ლარს და ასევე მანქანების მრეცხავს სატელეფონო ხარჯები  10 ლარით აუნაზღაურდება.

საკრებულოს აღნიშნულ განკარგულების დამტკიცებას წინ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის მწვავე შელაპარაკება უძღვოდა.

Read 2211 times