Print this page
პარასკევი, 09 მარტი 2018 10:55

ახალგორის გამგებელი: ორშაბათამდე, ცხედრის გადმოცემაზე მოლოდინი ვერ გვექნება

Rate this item
(0 votes)

ახალგორის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, ორშაბათამდე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები ვერ განახლდება.

მისი თქმით, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში უქმე დღეებია.

„უმძიმეს მდგომარეობაშია ოჯახი. მოლოდინი აქვთ, მაგრამ სამწუხაროდ შედეგი ჯერჯერობით არ არის. ორაშაბათამდე, სამი დღე, ცხინვალის რეგიონში არის დასვენება გამოცხადებული. სამწუხაროდ, ორშაბათამდე მოლოდინიც კი ვერ გვექნება", - განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა

Read 1410 times Last modified on პარასკევი, 09 მარტი 2018 14:47