გორის მერია უსახლკაროებისთვის 4 ასაწყობ კონტეინერს იყიდის

ივლისი 18 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 ასაწყობი კონტეინერის შესაძენად, ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 40 000 ლარია.

როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განმარტავს, აღნიშნული ასაწყობი კონტეინერები სოციალური საცხოვრისის დანიშნულებით იქნება გამოყენებული.

"სოციალური საცხოვრისები განთავსდება მაღალმთიან სოფლებში - საყავრე, მღებრიანი, ტამი და ასევე, ციცაგიაანთკარი", - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს გორის მერია ათამდე მიუსაფარი ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფას გეგმავს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტში, 100 000 ლარია გათვალისწინებული.

Read 295 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი