ერგნეთში მიმდინარე 93-ე შეხვედრაზე მთავარი თემა კვლავ ტატუნაშვილის საქმეს შეეხება

ივლისი 18 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 93-ე შეხვედრა მიმდინარეობს.

 

მხარეები დღეს 10 საკითხს განიხილავენ. მთავარი განსახილველი საკითხი კი ტატუნაშვილის საქმეს შეეხება.

"კონსტრუქციულ და შედეგზე ორიენტირებულ შეხვედრას ველოდებით. სულ ათი საკითხი განიხილება. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მთავარი საკითხად ტატუნაშვილის თემა იქნება დაყენებული. ასევე, უკანონო ბორდერიზაცია და ის მიმდინარე გამოწვევები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. იმედი გვაქვს, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კონკრეტული პასუხი და სათქმელი გვექნება იმ ადამიანებისათვის, ვისაც ეს პრობლემები ეხება", - განმარტეს ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა.

Read 176 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი