Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 17 ივლისი 2019 15:41

გორის მეტროლოგიური სამსახური საკრებულოს შენობის სარდაფში გადაიტანეს

Rate this item
(0 votes)

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გორის მომსახურების ცენტრი, საკრებულოს გადაწყვეტილებით, სამების ქუჩა N1-დან ადმინისტრაციული შენობის სარდაფში გადაიტანეს.

საკრებულოს ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების, აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, მერაბ მელანაშვილის განმარტებით, სამების ქუჩა N1-ში სააგენტოსთან ერთად, საოლქო საარჩევნო კომისიაც ფუნქციონირებს.

"გამომდინარე იქიდან, რომ საოლქო საარჩევნო კომისიას სჭირდებოდა დამატებითი ფართი, სააგენტოსა და მათ შორის შედგა შეთანხმება, რის შემდეგაც საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სააგენტოს უსასყიდლოდ გადასცემოდა 54,40 კვ.მ ფართი, რომელიც ადმინისტრაციული შენობის სარდაფში მდებარეობს", - აცხადებს მერაბ მელანაშვილი.

აღნიშნული ფართი სააგენტოს უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით 3 წლის ვადით გადაეცა

Read 541 times