გორის მერიამ თეატრს მიწის ფართი უსასყიდლოდ გადასცა

ივლისი 17 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა მერიის წინადადებას, რომლის მიხედვით, გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს უსასყიდლოდ, 2 წლის ვადით გადაეცა ადგილები, რომელზეც საინფორმაციო დაფები განთავსდება.

აღნიშნული ტერიტორიები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში მდებარეობს და მათი ფართობი ჯამში 20 კვადრატულ მეტრს არ აღემატება.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებიდან ირკვევა, ადგილების უფასოდ გადაცემა განაპირობა იმან, რომ თეატრს ფინანსური მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას დამატებით გადაიხადოს, თუნდაც მიზერული საიჯარო თანხა.

გორის თეატრი აღნიშნულ ადგილებზე საინფორმაციო დაფებს დადგამს, რომელზეც აფიშები განთავსდება.აღნიშნულ ტერიტორიებზე განთავსებული დაფების პროექტი შეთანხმებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურთან.

Read 324 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი