გორში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 15 სასურსათო მაღაზია შეამოწმა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული კონტროლის შედეგები გამოაქვეყნა, კერძოდ, ინსპექტირებისა და დოკუმენტური შემოწმების შედეგები, რომლიდანაც ირკვევა, რომ გეგმიური შემოწმება გორის 15 სასურსათო მაღაზიაში განხორციელდა.
როგორც ცნობილია, აღნიშნული 15 მაღაზიიდან კრიტიკული შეუსაბამობა არცერთ მათგანში არ აღმოჩნდა, თუმცა ერთ-ერთ მაღაზიას - შპს "ჰერმესი" დოკუმენტაციასთან დაკავშირებით გაფრთხილება მიეცა.
კერძოდ, ბიზნესოპერატორი გააფრთხილეს ეკონომიკურ საქმიანობათა დაზუსტებასთან დაკავშირებით.
დარღვევის განმეორების შემთხვევაში გამოყენებული იქნება საჯარიმო სანქცია.