Back to Top
სამშაბათი, 16 ივლისი 2019 13:59

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ვაკანსიებია

Rate this item
(0 votes)

გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში 3 ვაკანსიაა.

სამხედრო ჰოსპიტალი ეძებს ამბულატორიულ - დიაგნოსტიკური სამსახურის მედდას, ფინანსების მართვისა და შესყიდვების სამსახურის მთავარ სპეციალისტს და თერაპიული სამსახურის ინტენსიური მოვლისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილების უმცროს ექიმს.

ვაკანსიით დაინტერესებული ადამიანები უნდა დარეგისტრირდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე "Hr.gov.ge", რის შემდეგაც, შეძლებენ რეზიუმეს გაგზავნას.

განაცხადების გადარჩევის შემდეგ, კანდიდატებს ზეპირი დავალება მიეცემათ, რომლის წარმატებით გადალახვის შემთხევაში, გაივლიან გასაუბრებას.

Read 1033 times