გიორგი სოსიაშვილი გორის უნივერსიტეტის რექტორად ერთხმად აირჩიეს

ივლისი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რექტორის არჩევნები გორის უნივერსიტეტში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საბჭო, რომელმაც ახალი რექტორი აირჩია, 7 წევრისგან შედგებოდა და სოსიაშვილის წინააღმდეგ ხმა არცერთს მიუცია.

გორის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარე წლის იანვარში ჩატარდა, რის შედეგადაც აკადემიურმა საბჭომ რექტორის თანამდებობაზე ალექსანდრე მღებრიშვილი ფარული კენჭისყრით ოთხი წლით აირჩია.

ალექსანდრე მღებრიშვილს საბჭოს 7 -ვე წევრმა დაუჭირა მხარი, თუმცა პირადი განცხადების საფუძველზე მან ეს თანამდებობა 4 თვეში დატოვა.

ამავე თემაზე: გორის უნივერსიტეტის რექტორი თანამდებობიდან გადადგა

მაისის შემდეგ მის მოვალეობას, იმ პერიოდში რექტორის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ასრულებდა, რომელიც ამჟამად უკვე კვლავ არჩეული რექტორია. ის ამ თანამდებობას გორის უნივერსიტეტში 2010 წლიდან იკავებს.

Read 1178 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი