Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 12 ივლისი 2019 14:33

ბუნებრივი მოვლენებით დაზარალებულთა ერთჯერადი დახმარება 3 - ჯერ გაიზარდა

Rate this item
(0 votes)

გორის საკრებულომ მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის მიხედვით, ხანძრებისა და ბუნებრივი მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისთვის ოჯახისადმი დახმარება განისაზღვრა არაუმეტეს 3000 ლარით.


აქამდე მაქსიმალური თანხა ოჯახზე ერთჯერადად შეადგენდა 1000 ლარს. საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ განმარტა, რომ ზიანის ოდენობას გორის მერის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი დაითვლის.

"ბუნებრივი მოვლენების შემთხვევაში, საცხოვრებელ ბინებზე ზარალის მიყენების ფაქტს დაადასტურებს და ზიანის ოდენობას დაითვლის გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც იხელმძღვანელებს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით", - განაცხადა დავით რაზმაძემ.

დახმარების მისაღებად ოჯახის მიერ განცხადების წარდგენის ვარდა ნაცვლად დამდგარი ზიანიდან 20 დღისა, განისაზღვრა 30 დღის ოდენობით.

Read 1025 times