გორში ბაღის აღმზრდელებს უმაღლესი განათლება აღარ მოეთხოვებათ

ივლისი 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის საკრებულომ მხარი დაუჭირა დადგენილებაში ცვლილებას, რომლის მიხედვით მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში აღმზრდელის პოზიციის დაკავებას პროფესიული განათლების მქონე პედაგოგებიც შეძლებენ.

როგორც ცნობილია, აქამდე აღმზრდელისთვის უმაღლესი განათლება სავალდებულო იყო. ცვლილების შემდეგ, აღნიშნული პოზიციის დაკავება შეეძლებათ, როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული განათლების მქონე პედაგოგებს.

საკრებულოს წევრი ზურა ყაჯრიშვილი განმარტავს, რომ პროფესიული განათლება აუცილებლად სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით უნდა იყოს.

"თუ აღმზრდელის პოზიციაზე დასაქმების მსურველს აქვს უმაღლესი განათლება, აუცილებელია, რომ ის იყოს ჰუმანიტარული მეცნიერებების, განათლების, ფსიქოლოგიის ან ხელოვნების მიმართულებით, რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, აუცილებელია სკოლამდელი აღზრდის კვალიფიკაცია", - აცხადებს ზურა ყაჯრიშვილი.

როგორც ცნობილია, იდეის ინიციატორი, გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილია.

Read 2396 times Last modified on Last modified on ივლისი 12 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი