Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 12 ივლისი 2019 13:00

გორში ძაღლებისთვის ჩიპების ჩადგმა დაიწყო

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტომ ძაღლებისთვის ჩიპების ჩადგმა დაიწყო. 

სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ აფციაურის განმარტებით, ცხოველებისთვის ჩიპის ჩადგმა ამ ეტაპზე ნებაყოფლობითია. მომსახურების ფასი კი 20 ლარია

"ჩვენმა სააგენტომ დაიწყო ძაღლების "დაჩიპვა", მსურველებს შეუძლიათ თავისი ოთხფეხა მეგობარი ჩვენთან მოიყვანონ და შესაბამისი პროცედურები გაატარონ.

უახლოეს მომავალში ვაპირებთ მივმართოთ საკრებულოს, რომ მუნიციპალიტეტში ყველა პატრონი ვალდებული გახდეს თავისი ძაღლი "დაჩიპოს" და იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მისი ქუჩაში გაშვება, სპეციალური სკანერით ჩვენ შევამოწმებთ და მეპატრონეს მივაკვლევთ, რათა მას შესაბამისი სანქციები დაეკისროს", - აცხადებს თამარ აფციაური. 

Read 653 times