Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 12 ივლისი 2019 12:48

მილიონერი დეპუტატი გორის მერიისგან მანქანის გადმოცემას ითხოვს

Rate this item
(0 votes)

"საქართველოს პარლამენტში გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ბიურო, გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან ამორტიზებული ავტომანქანის გადაცემას ითხოვს", - აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატმა, ირმა ამბარდნიშვილმა ფაქტი გააპროტესტა, მისი თქმით დეპუტატი პირადი კომფორტის შექმნა სურს.

“იოსებ მაკრახიძის ბიურო მერიისგან მერსედესის მარკის ავტომობილის გადაცემას ითხოვს, რომელიც ამორტიზებულია. გორელებო იცოდეთ თქვენი მილიონერი პარლამენტარი ამორტიზებული მანქანის გადაცემას ითხოვს. ქალაქში ბინებს და სკვერებს იტაცებს და ფულის გაღებაც არ უნდა, რომ თვითონ გადაადგილდეს. აქამდე ვიცოდი, რომ მაკრახიძე იყო. აღმოჩნდა, რომ მეჯღანუაშვილიც ყოფილა“, - განაცხადა ირმა ამბრდნიშვილმა.

Read 766 times