Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 11 ივლისი 2019 10:27

გორის სამხედრო ჰოსპიტალში 2 ვაკანსიაა

Rate this item
(0 votes)

გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში 2 ვაკანსიაა ფინანსების მართვის და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის და თერაპიული სამსახურის ინტენსიური მოვლისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილების უმცროსი ექიმის პოზიციაზე.

ადმინისტრაციის ცნობით, ორივე პოზიციაზე კანდიდატები შეირჩევიან ღია კონკურსის წესით. განცხადებების გადარჩევის შემდეგ, კანდიდატებს მიეცემათ ზეპირი დავალება, რომლის წარმატებით შესრულების შემდეგ, გაივლიან გასაუბრებას.

თანამდებობრივი სარგო მთავარი სპეციალისტის შემთხვევაში არის 2 100 ლარი, ხოლო უმცროსი ექიმის შემთხვევაში 600 ლარი.

Read 1330 times