Back to Top
სამშაბათი, 09 ივლისი 2019 11:13

გორის ბაღებში ბავშვთა ელექტრონული რეგისტრაციისთვის საიტი ამოქმედდა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ აამოქმედა ვებ-გვერდი - "http://www.gorikids.ge/" .

ქალაქში მდებარე ბაგა – ბაღებისთვის იმუშავებს საპილოტე პროგრამა და რეგისტრაცია აღნიშნულ ვებ-გვერდის საშუალებით, მოხდება ელექტრონულად.

სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციის წარმატებით გავლა არ ნიშნავს ავტომატურად ჩარიცხვას. რეგისტრაციის ვადების დასრულების შემდეგ, განიხილება თითოეული აპლიკაცია და მოხდება მშობლებთან დაკავშირება.

ვებგვერდზე რეგისტრაციის ფანჯარაში გადასვლის შემდეგ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეძლებთ ნახოთ რომელ ბაღში რამდენი ვაკანტურია ადგილია.

ინფორმაციისთვის, 2019-2020 სასწავლო – სააღმზრდელო წლისთვის, გორის მუნიციპალიტეტის ბაგა – ბაღებში, აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყება 20 ივლისს.

Read 3094 times