Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 05 ივლისი 2019 14:51

"ახალბაღში" ყოველკვირეულად ფილმებს აჩვენებენ - დასწრება თავისუფალი იქნება

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკი „ახალბაღი“ ყოველკვირეულად კინოსეანსებს უმასპინძლებს.

 

სიახლის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ფეისბუქის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"ჩვენ აღვადგინეთ საზაფხულო კინოთეატრი "ახალბაღში". აქ შაბათს ან კვირა დღეს, ყოველკვირეულად, გაიმართება ფილმის ჩვენება. ფილმებს თავად მოსახლეობა აარჩევს. ინტერნეტის საშუალებით" - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ფილმის პირველი ჩვენება დასვენებისა და კულტურის პარკი "ახალბაღი"-ს ღია კინოთეატრში დღეს, 5 ივლისს,  21:00 საათზე გაიმართება.

Read 1425 times