Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 05 ივლისი 2019 14:45

ემიგრანტი დედის თხოვნა გორის მერს

Rate this item
(0 votes)
გორის მუნიციპალიტეტის მერს ფეისბუქის პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას, ერთ-ერთმა ემიგრანტმა ქალმა თხოვნით მიმართა:
მან კონსტანტინე თავზარაშვილს იმ ადამიანების დასაქმება სთხოვა, რომელთა მშობლებიც სამუშაოდ საზღვარგარეთ არიან წასულები.
"დიდი თხოვნა მაქვს თქვენთან: თუ შეგეძლებათ, რომ დაეხმაროთ და დაასაქმოთ ემიგრანტი მარტოხელა დედების შვილები. ასე იქნებ მოვახერხოთ და დავბრუნდეთ ჩვენს საყვარელ ქალაქში.
პატივისცემით, მარიკა"
მარიკას თხოვნას თავზარაშვილმა უპასუხა, რომ მის შვილს და ზოგადად, ყველას, შეუძლია მიიღოს კონკურსებში მონაწილეობა, რომელსაც გორის მერია აცხადებს.
"როცა გორის მერია ვაკანსიებს აცხადებს, მათ შეუძლიათ შემოიტანონ განაცხადი და მიიღონ კონკურსში მონაწილეობა. თუმცა მე ამ ხალხის დასაქმებას არ ვწყვეტ, არსებობს სპეციალური კომისია, რომელიც ვაკანსიებზე განაცხადების შემოსვლის შემდეგ, განიხილავს და არჩევს შესაფერის კანდიდატურას", - განაცხადა გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.
Read 2634 times