რაზმაძე: ქუჩისთვის სახელის გადარქმევა მოკლული გოგონას ოჯახმა მოითხოვა

ივლისი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განცხადებით, გორში, უსახელო ქუჩისთვის მოკლული 9 წლის გოგონას სახელის დარქმევა ოჯახის და ახლობლებების მოთხოვნაა.

მისი თქმით, დეპუტატები ამ საკითხზე საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ

“მომხსენებელს ერთ ერთ საკითხად ექნება საკრებულოს სხდომაზე და იქ ვუყრით კენჭს. ამის შემდეგ ეს მიდის სპეციალურ კომისიაში, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, შეიძლება მხარი დაუჭირონ ამ პროექტს , შეიძლება უარი გვითხრან. მოქალაქეთა მღელვარება მესმის, ეს რთული სიტუაცია. არავინ პოპულისტობს ამ თემით, მის საახლობლოს უნდა, ჩვენი მხარიდან არ არის წამოსული, ბავშვის ხსოვნისთვის კეთდება“, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.

Read 815 times Last modified on Last modified on ივლისი 04 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი