სკამი, რომელიც გორელმა მოსწავლეებმა დაამზადეს, საერთაშორისო პროექტის ფინალში მოხვდა

ივლისი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორის მე-11 სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ფინეთის გარემოსდაცვითი ორგანიზაცია ENO- მიერ ინიცირებულ საერთაშორისო პროექტში ,,ENO ART STOOl CONTEST’’ და ფინალშიც გავიდნენ.
პროექტი ითვალისწინებდა მოსწავლეების მიერ, სასკოლო სივრცისათვის პრაქტიკული დანიშნულების სკამის დამზადებას და ძველი ნივთებისაგან და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი დეტალების დართვას.
„პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამზადეს სკამი, ძველი კოროზირებული სასწორისაგან და პლასტმასის ნაჭრებისაგან, კულტურული მემკვიდრეობის სახით კი შეიცავს ქართულ ანბანს, რომლებიც ბავშვებმა საკუთარი ხელით მოქარგეს. პროექტი ეხება ნარჩენების მართვის თემას. მასში მონაწილეობდა 16 ქვეყნის 112 სკოლა, ჩვენი სკოლის პროექტი ფინალში გავიდა“, - ამბობს პედაგოგი ირმა გაგლოევი.
როგორც ცნობილია, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, შემოქმედებითი უნარების განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის გააზრება და საერთაშორისო ასპარეზზე გატანა.
Read 978 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი