Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 07 მარტი 2018 16:19

გია ნოდია: მოსკოვზე მორალური ზეწოლა უნდა მოვახდინოთ

Rate this item
(0 votes)

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე რადიო "მოზაიკასთან" კომენტარი გია ნოდიამ გააკეთა. პოლიტოლოგი ამბობს, რომ ოსური მხარე მსგავსი სახის ნაბიჯებს მფარველი ძალის იმედად დგამს.

,,ჩვენ ბევრი არაფერი შეგვიძლია, ქართული მხარის იარაღია საერთაშორისო ყურადღების მიპყრობა მსგავს საკითხებზე. რაღაც სახის მორალური ზეწოლა უნდა იყოს, როგორც მოსკოვზე, ისე ცხინვალზე. მართალია ტატუნაშვილს ვეღარ გავაცოცხლებთ, მაგრამ ეს სრული ბარბაროსობა, რომ ცხედარსაც არ აძლევენ ოჯახს. ეს ბარიერები უნდა იყოს გადალახული. სიტუაციის არსებითად შეცვლა არ შეგვიძლია, მაგრამ არსებობს ინიციატივები, როგორიცაა მაგალითად ე.წ. ,,ოთხოზორიას" სიის შედგენა, რაღაც სანქციები არსებობდეს კონკრეტული ადამიანების მიმართ. ცხადია, ცხინვალისა და რუსეთის ტერიტორიაზე მათ ვერანაირი სანქციები ვერ შეეხებათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ რაღაც დისკომფორტი შეექმნას იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთ დანაშაულს ჩადიან", - აცხადებს გია ნოდია.

გია ნოდიას რადიო "მოზაიკა" გორის დემოკრატიის სკოლაში ესაუბრა. 

Read 2400 times Last modified on ოთხშაბათი, 07 მარტი 2018 18:27