გორის მერია 1300 მოქალაქეს 360 000 ლარით დაეხმარა

ივლისი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერიის ცნობით, 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე სოციალური პაკეტით 1 305 ბენეფიციარმა ისარგებლა.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათ დასახმარებლად 361 955 ლარი დაიხარჯა.

 

უწყების ცნობით, თანხა სხვადასხვა მუხლებზე გადანაწილდა:

 

მხედველობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (უსინათლო) და სმენადაქვეითებული (ყრუ-მუნჯობა) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება (326 ბენეფიციარი) 77 000 ლარი;

ასი და მეტი წლის უხუცესთა დახმარება (3 ბენეფიციარი) - 3000 ლარი;

დედ-მამით ობოლი ბავშვების და მშობლის (მშობლების) უფლებაშეზღუდული შვილების დახმარება (18 ბენეფიციარი) - 25 000 ლარი;

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (178 ბენეფიციარი) - 98 300 ლარი;

მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (35 ბენეფიციარი) - 10 500 ლარი;

სპორტსმენების და სტუდენტების დახმარება (43 ბენეფიციარი) - 21 500 ლარი;

ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება (5 ბენეფიციარი) - 10 400 ლარი;

საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება (97 ბენეფიციარი) - 29 100 ლარი;

რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების თანადაფინანსება (49 ბენეფიციარი) - 5 040 ლარი;

მიუსაფარ პირთა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარება (188 ბენეფიციარი) - 18 700 ლარი;

მარტოხელა მშობლის დახმარება (75 ბენეფიციარი) - 36 700 ლარი.

სოციალურად დაუცველი, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფის ერთჯერადი ფულადი დახმარება (278 ბენეფიციარი) - 24 322 ლარი; 

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის (ბენეფიციარებისათვის) გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით დახმარების გაწევა (7 ბენეფიციარი) - 2 100 ლარი;

სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული ყოფილი მსჯავრდებულების ფულადი დახმარება (3 ბენეფიციარი) - 293 ლარი.

Read 280 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი