Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 04 ივლისი 2019 14:49

სახელმწიფო კომპენსაციას გორში 11 ყოფილი პარლამენტარი იღებს

Rate this item
(0 votes)

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში საქართველოს პარლამენტის 11 ყოფილი წევრი ცხოვრობს, რომელიც სახელმწიფოსგან შესაბამის კომპენსაციას იღებს.

ქალაქ გორში პარლამენტის 9 წევრია, ხოლო რაიონში - 2. სახელმწიფო კომპენსაცია ყოველთვიურად პარლამენტარის ხელფასის მესამედს შეადგენს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრებს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო. გორის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ყველა მათგანი 65 წლის ასაკის მიღწევის გამო იღებს კომპენსაციას.

Read 1630 times Last modified on ხუთშაბათი, 04 ივლისი 2019 14:54