გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, ჰაერში აზოტის ორჟანგის მაღალი შემცველობაა

ივლისი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცხინვალის გზატკეცილზე ჰაერში აზოტის ორჟანგის შემცველობა აღემატება სხვა ქუჩებზე არსებულ მაჩვენებელს.

ცხინვალის გზატკეცილზე აზოტის ორჟანგის (NO2) მაჩვენებელი 39.56 მკგ/მ3-ია. სააგენტომ იგივე ნივთიერებაზე შეამოწმა მშვიდობის გამზირი, სტალინის ქუჩა და ცალკე სტალინის ბაღი, სადაც შედარებით დაბალი მაჩვენებელია დაფიქსირებული.

სააგენტო ამ ქუჩაზე მაცხოვრებლებს ურჩევს, რომ აზოტის ორჟანგის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე პირებმა უნდა შეამცირონ გახანგრძლივებული გარე ფიზიკური აქტივობა.

ინფორმაციისთვის, აზოტის ორჟანგი საწვავის წვის შედეგად წარმოიქნება. მისი უმთავრესი წყაროა ავტომობილების გამონაბოლქვი. ასევე, მრეწველობის სექტორი და შინამეურნეობებში მოხმარებული საწვავი, რომელსაც ჯანმრთელობაზე გარკვეული ზეგავლენის მოხდება შეუძლია. მაგალითისთვის, რესპირატორული ინფექციებისადმი მაღალი მგრძნობელობა, სასუნთქი სისტემის გაღიზიანება და რესპირატორული სიმპტომები (მაგ. ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება).

Read 1980 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი