Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 04 ივლისი 2019 11:16

წმინდა ნინოს გზის მომლოცველები გორში ორი დღე გაჩერდებიან

Rate this item
(0 votes)

წმინდა ნინოს გზის მომლოცველები დღეს გორში შემოვლენ.

მსვლელობის მონაწილეები 4 - დან 5 საათამდე გორის საკათედრო ტაძარში მივლენ. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

"უკვე 30 წელია რაც ეწყობა ეს მსვლელობა. ტრადიციულად იწყება 1 ივნისს. მსვლელობა იწყება ხოლმე სოფელ ფოკადან, სადაც პირველად ღამე გაათია წმინდა ნინომ. მომლოცველები ფეხით მოემართებიან მცხეთამდე და გზად ყველა იმ ადგილას ჩერდებიან, სადაც წმინდა ნინო ჩერდებოდა. დღეს გორში შემოდიან და ორი დღის განმავლობაში დარჩებიან. ხვალ საღამოს ვგეგმავთ ფილმის ჩვენებას და შემდეგ გაემგზავრებიან უფლისციხისკენ, 12 ივლისისთვის უკვე ჩავლენ მცხეთაში", - გვითხრა სასულიერო პირმა, ალექსანდრე ქასრაშვილმა.

Read 632 times